logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

საქართველოს ავიაბაზარზე  გერმანული ავიაკომპანია Condor Airlines ბრუნდება

საქართველოს ავიაბაზარზე  გერმანული ავიაკომპანია Condor Airlines ბრუნდება

1763368989

საქართველოს ავიაბაზარზე  გერმანული ავიაკომპანია Condor Airlines ბრუნდება - ავიაკომპანია 2026 წლის 15 ივნისიდან ფრანკფურტი-თბილისი-ფრანკფურტის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ ფრენებს ყოველდღიურად შეასრულებს.  ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზარზე 2022 – 2023 წლებში ოპერირებდა  და ფრენებს ფრანკფურტი - თბილისის მიმართულებით კვირაში ორჯერ ასრულებდა. ორწლიანი ინტერვალის შემდეგ Condor Airlines-ის საქართველოში დაბრუნება  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  ტრანსატლანტიკური ტრანზიტული ფრენების მიმართულებით.

მათივე ცნობით, ტურიზმისა და ავიასექტორების განვითარება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, გერმანია კი ამ კუთხით მნიშვნელოვანი სამიზნე ბაზარია. შესაბამისად, ფრანკფურტი, როგორც მსხვილი საავიაციო ჰაბი, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში ტურისტული ნაკადების, ასევე საავიაციო დაკავშირებადობის ზრდას.

ცნობისთვის, ავიაკომპანია Condor Airlines 1955 წელს დაფუძნდა, მისი ძირითადი ბაზა ფრანკფურტის აეროპორტში მდებარეობს. ავიაკომპანია დღეისათვის 81 მიმართულებით ასრულებს ფრენებს როგორც ევროპის, ისე აფრიკის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის მიმართულებით, ასევე ოპერირებს კარიბის და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში.

სამინისტროს ინფორმაციით, ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე უკვე შესაძლებელია.

გამოგვყევით