logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

III კვარტალში ქართველმა ტურისტებმა უცხოეთში ₾699.9 მლნ დახარჯეს - "საქსტატი"

III კვარტალში ქართველმა ტურისტებმა უცხოეთში ₾699.9 მლნ დახარჯეს - "საქსტატი"

1762758526

2025 წლის III კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 784.7 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 3.4 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. გასვლების უდიდესი ნაწილი, 41.4 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

"საქსტატის" ცნობით, აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებულმა ვიზიტებმა 599.7 ათასი შეადგინა, რაც 0.6 პროცენტით ნაკლებია 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 412.6 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 2.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ვიზიტების უმრავლესობა (45.9 პროცენტი) განხორციელდა საქართველოს რეზიდენტი 31-50 წლის ვიზიტორების მიერ, ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ კი მთლიანი ვიზიტების რაოდენობის 47.6 პროცენტი შეადგინა.

2025 წლის III კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი (36.1 პროცენტი) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში, შესაბამისად, 213.6 ათასი და 113.7 ათასი ვიზიტი.

2025 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 7.90 შეადგინა, რაც 2024 წლის III კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (7.86 ღამე) 0.5 პროცენტით მეტია. ვიზიტების 97.8 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

2025 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 699.9 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 3.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2024 წლის III კვარტალთან შედარებით 4.1 პროცენტით გაიზარდა და 1 167.2 ლარი შეადგინა.

გამოგვყევით