logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

აშშ-ის სენატმა მიიღო კანონი, რომელიც პირველი ნაბიჯია მთავრობის ხელახალი გახსნისკენ - BBC

აშშ-ის სენატმა მიიღო კანონი, რომელიც პირველი ნაბიჯია მთავრობის ხელახალი გახსნისკენ - BBC

1762768806

აშშ-ის სენატმა მიიღო კანონი, რომელიც პირველი ნაბიჯია მთავრობის ხელახალი გახსნისკენ, ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი „შათდაუნის“ შემდეგ. დემოკრატთა მცირე ჯგუფმა რესპუბლიკელებს მხარი დაუჭირა, რათა შეთანხმებისთვის მიეღწიათ.

ტეხასის სენატორმა, ჯონ კორნინმა დარბაზში შესვლისთანავე განაცხადა, რომ მხარს უჭერს კანონპროექტს, რითიც რესპუბლიკელებსა და დემოკრატების გარკვეულ ნაწილს საჭირო 60 ხმა დაუგროვდათ საპროცედურო კენჭისყრის გასავლელად. ახლა კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატამ უნდა განიხილოს, ხოლო შემდეგ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გადაეგზავნება დასამტკიცებლად. ამ პროცესს, შესაძლოა, რამდენიმე დღე დასჭირდეს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ე.წ. შათდაუნი, რომელიც დაფინანსების შეწყვეტის გამო ფედერალური უწყებების მუშაობის შეჩერებას ნიშნავს, პირველი ოქტომბრიდან გამოცხადდა. ამის მიზეზი დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის ბიუჯეტის ახალ პროექტთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობაა. უთანხმოების მთავარი მიზეზი ჯანდაცვის ხარჯებია.

1tv.ge 

გამოგვყევით