Galt & Taggart-ი ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდას ელის. საინვესტიციო ბანკი ვარაუდობს, რომ წელს ქვეყანა საერთაშორისო ტურიზმიდან 4.6 მილიარდ აშშ დოლარს მიიღებს, 2026 წლისთვის კი მაჩვენებელი თითქმის 5 მილიარდი იქნება.
იანვარ-ოქტომბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4 მლრდ დოლარს აღწევს.
საინვესტიციო ბანკი წელს საქართველოს ეკონომიკის 7.5%-იან ზრდასაც პროგნოზირებს. ფინანსურ ინსტიტუტში ვარაუდობენ, რომ მომავალ წელს ქვეყნის ეკონომიკა 6%-ი იქნება.
საქსტატის მონაცემებით, სექტემბერში ეკონომიკა 6.4-ით გაიზარდა, 9 თვის საშუალო ზრდის მაჩვენებელმა კი 7.7%-ს მიაღწია.