„გურია საძველეში – ღვინის და კერძის ფესტივალი” რეგიონების მიხედვით აერთიანებს გურულ გემოებს და მრავალხმიანობას. ერთი დღის განმავლობაში შეგიძლიათ დააგემოვნოთ გურული ღვინოები, საინტერესო გურული ჯიშები, ასევე ტრადიციული კერძების ინტერპეტაციები და გაეცნოთ რეგიონის უნიკალურ კულტურას.
ღონისძიება გაიმართება ისტორიულ სივრცე „საძველეში“, სადაც გურიიდან ჩამოსული მეღვინეები, კულინარები და ფერმერები (თაფლი, ჩაი, ჯანჯუხა…) წარმოგიდგენენ გურიის ნამდვილ სურნელსა და გემოს. გელით საუბრები გურულ ღვინოზე და გასტრონომიაზე ანა გოდაბრელიძესთან და ქეთი კვიჭიძესთან ერთად.
ფესტივალის მიზანია რეგიონების ღვინის და კულინარიული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია და ადგილობრივი მცირე მეწარმეების მხარდაჭერა.
ეს არის ადგილი, სადაც ტრადიციული სტუმართმოყვარეობა გიმასპინძლებთ საოცარი გემოებით, ისტორიით და მეგობრული განწყობით.
ფესტივალის მხარდამჭერია გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინსირტო ღვინის ეროვნული სააგენტო , თბილისის მერია ,გასტრონომიული და სოფლის ტურიზმის ასოციაიცია და გურიის მხარე, “ნაბეღლავი” ნატურალური მინერალური წყალი.
საძველე რომელიც მდებარეობს #I ღვინის ქარხანაში, პეტრიაშვილის I ნომერში
travelnews.ge