გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, „იგლ ჰილსი” დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდ, უპრეცედენტო მასშტაბის ინვესტიციას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც იქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები, ახალი შესაძლებლობები როგორც თბილისთან ახლოს, ასევე აჭარაში.
„ამ პროექტის ეკონომიკური ეფექტი ძალიან დიდია. წარმოუდგენელია ის კომენტარები და კრიტიკა, რომელსაც ამ საკითხთან დაკავშირებით ვხვდებით“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.