logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

ITU-ს განვითარების ბიუროს დირექტორი: ComCom-ის ძალისხმევით საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია

ITU-ს განვითარების ბიუროს დირექტორი: ComCom-ის ძალისხმევით საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია

1720107189

კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, ნინი გრძელიშვილმა, ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) ორგანიზებით გამართულ მარეგულირებელთა სიმპოზიუმის ფარგლებში, ITU-ს გენერალურ მდივანთან, დორინ ბოგდან მარტინთან და ITU-ს განვითარების ბიუროს დირექტორთან, კოსმას ზავაზავასთან შეხვედრები გამართეს. შეხვედრები ITU-სა და ComCom-ს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხებისა და სამომავლო ერთობლივი ინიციატივების განხილვას ემსახურებოდა.

გენერალურმა მდივანმა ეკატერინე იმედაძეს ITU-ს ღონისძიებებში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, თუ რაოდენ დიდი როლი აქვს მას საინფორმაციო და ტექნოლოგიურ სფეროებში ქალთა ჩართულობის გაზრდის თვალსაზრისით არსებული ინიციატივების მხარდაჭერაში.

 ITU-ს საქმიანობასა და ღონისძიებებში აქტიური ჩართულობისთვის, კომისიის წარმომადგენლებს მადლობა  ITU-ს განვითარების ბიუროს დირექტორმა, კოსმას ზავაზავამ გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო ITU-სთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი და დასაყრდენია. მან ასევე განაცხადა, რომ ComCom-ის ძალისხმევისა და აქტიურობის შედეგად, საქართველოს სატელეკომუნიკაციო სფეროსა და კომისიის საქმიანობის თაობაზე, საერთაშორისო პარტნიორების ცნობიერება მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.

ამასთან ერთად, შეხვედრაზე განხილული იყო ITU-სა და კომუნიკაციების კომისიას შორის თანამშრომლობის გაღრმავების ინიციატივები, კერძოდ, საუბარი შეეხო ITU-ს, EaPeReg-ისა და EMERG-ის სამმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურისა და სერვისების გაძლიერებასთან დაკავშირებული ციფრული რუკის დანერგვის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებს.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიისთვის, სექტორის წარმომადგენელ ორგანიზაციებთან და დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

 

გამოგვყევით