logo
Loading data...
მთავარი სტარტაპი

სტატია

GITA- ს ინიციატივითა და USAID-ის მხარდაჭერით, ძლიერი სოფლის პროგრამის ფარგლებში, ხაშურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტები ტექნოლოგიურ კვირეულებს უმასპინძლებს

GITA- ს ინიციატივითა და USAID-ის მხარდაჭერით, ძლიერი სოფლის პროგრამის ფარგლებში, ხაშურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტები ტექნოლოგიურ კვირეულებს უმასპინძლებს

1720080885

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივითა და USAID-ის მხარდაჭერით, ძლიერი სოფლის პროგრამის ფარგლებში, ხაშურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტები ტექნოლოგიურ კვირეულებს უმასპინძლებს.

პროექტის მიზანია, მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობა, მათთვის ინოვაციური აზროვნების და სტარტაპის შენების ძირითადი უნარების განვითარება, აგროტექნოლოგიების, ბიოტექნოლოგიების და ხელოვნური ინტელექტის სწავლების მნიშვნელობის გაზრდა და ახალგაზრდა ინოვატორების აქტიურად ჩართვა საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემაში.

ტექნოლოგიურ კვირეულებში მონაწილეობა შეუძლია +14 ასაკის ადამიანებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან აღნიშნული მიმართულებებით. თითოეული პროექტის ფარგლებში, 50 მონაწილე 4 დღის განმავლობაში, ინტენსიურად გაივლის ტრენინგებსა და ვორქშოფებს ბიოტექნოლოგიების, აგროტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. მონაწილეები პარალელურად დაესწრებიან მენტორინგ სესიებს, რომლის დროსაც იმუშავებენ საკუთარი იდეებისა და პროდუქტების დახვეწაზე, მეხუთე დღეს კი გაიმართება დემო დღე, სადაც მონაწილეები წარადგენენ საკუთარ იდეებს.

ტექნოლოგიური კვირეული ხაშურის მუნიციპალიტეტში ჩატარდება 30 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით, ხაშურის ახალგაზრდულ ცენტრში (მის: თამარ მეფის ქუჩა 1, სამუსიკო სკოლის შენობა). პროექტის განმახორციელებელია თბილისის კომუნიკაციის სკოლა (Commschool). პროექტზე რეგისტრაცია სრულდება 15 ივლისს, რეგისტრაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ბმულს:

ტექნოლოგიური კვირეული საჩხერის მუნიციპალიტეტში ჩატარდება 22 ივლისიდან 26 ივლისის ჩათვლით, პროექტის განმახორციელებელია Fireflies. პროექტზე რეგისტრაცია სრულდება 15 ივლისს, რეგისტრაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ბმულს: 

გამოგვყევით