logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

მეჰმედ მელექი: BEKO-ს გაყიდვები 10%-ით გაიზარდა

საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბრენდი BEKO-ს დირექტორის მეჰმედ მელექის განცხადებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კომპანიას გაყიდვების 10%-მდე ზრდა აქვს. 

მისივე ინფორმაციით, გაყიდვების ზრდის მიმართულებით, 2024 წელი შეიძლება ითქვას, რომ რთულად მიმდინარეობს, რადგან ქვეყანაში შემოსული უკრაინელები და რუსები უკან ბრუნდებიან. 

"ზაფხულის სეზონზე მაცივრებზე და კონდიციონერებზე არის აქცენტი.ზოგადად, ზრდა გვაქვს. მაგალითად, ტელევიზორებზე გვაქვს ზრდა, რაც გამოწვეულია ევროპის ჩემპიონატით. დიდი მოთხოვნაა   სარეცხის მანქანებზეც", - აცხადებს მეჰმედ მელექი. 

რაც შეეხება ქსელის გაფართოებას - კომპანია 1-ელ სექტემბერს კიდევ ერთი მაღაზიის გახსნას ნავთლუღში გეგმავს. ხოლო წლის ბოლომდე როგორც მეჰმედ მელექი აღნიშნავს, კიდევ 2 ფილიალი დაემატება, მათ შორის, ერთი  - აჭარის, ხოლო მეორე კახეთის რეგიონში. მისივე ინფორმაციით, გაფართოების გეგმის ჯამური ინვესტიცია 3 მლნ. ლარი იქნება. 

ცნობისთვის, Beko ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით 100 ფილიალს ფლობს. თანამშრომლობს მსხვილ სავაჭრო ქსელებთან, როგორებიც არის: „ელიტ ელექტრონიქსი“, „მეტრო მარტი“, „კონტაქტი“, „გრანდ ელექტრონიქსი“ და ასევე, 44–ზე მეტ ინტერნეტ მაღაზიასთან.

გამოგვყევით