logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

iPhone-ის მწარმოებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა

სამხრეთ ინდოეთში, Tata Electronics-ის მთავარ ქარხანაში გაჩენილმა ხანძარმა წარმოების პროცესი შეაჩერა.

ქალაქ ჰოსურში, ტამილ ნადუს შტატში მდებარე ქარხანა Apple-ის iPhone-ის კომპონენტებს აწარმოებს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა, გაურკვეველია, რამდენად დააზარალა ხანძარმა შენობა, რომელიც სრულ სმარტფონებს აწყობდა.

Tata Electronics-ი Foxconn-თან ერთად, iPhone-ების ერთ-ერთი მთავარი კონტრაქტორი მწარმოებელია ინდოეთში. კომპანიამ განაცხადა, რომ ხანძრის მიზეზებს იძიებს და აუცილებელ ზომებს მიიღებს თანამშრომლებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების დასაცავად.

“ხანძარმა ქარხანაში შენობის ჩამონგრევა გამოიწვია, თუმცა მსხვერპლი არ არის” - განაცხადა სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა. წარმოება შეჩერდა და თანამშრომლები ხანძრის გამო სახლში გაგზავნეს. ზოგიერთი პირი ხანძარს ქიმიურ ფაქტორებს უკავშირებს.

გამოგვყევით