Galt&Taggart-მა ბათუმში ბიზნეს სექტორს რეგიონში არსებული პოტენციალი გააცნო. საინვესტიციო ბანკის კვლევის მიხედვით, საქართველოს რეგიონებს შორის, აჭარაში ყველაზე სწრფად მზარდი ეკონომიკაა და დედაქალაქის შემდეგ ბათუმს ყველაზე მაღალი, 10%-იანი წილი აქვს ქვეყნის ეკონომიკაში.
რაც შეეხება თავად რეგიონის ეკონომიკას, ამ შემთხვევაში დომინანტური როლი ტურიზმს და მასთან დაკავშირებულ დარგებს უჭრავს. "მომავალში ტურისტული ნაკადების ზრდა, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება მომდევნო წლებში ზრდის მაღალი ტემპების შენარჩუნებას შეუწყობს ხელს,"- აღნიშნულია Galt&Taggart-ის კვლევაში.