logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

Social Impact Award 2024-ის დაჯილდოების ცერემონია 7 ოქტომბერს გაიმართება

Social Impact Award 2024-ის დაჯილდოების ცერემონია 7 ოქტომბერს გაიმართება

1728038718

7 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო „რუმს თბილისის“ (მის: კოსტავას #14)  საკონფერენციო სივრცეში  Impact Hub Tbilisi-ს საერთაშორისო პროგრამა Social Impact Award-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ყველაზე მასშტაბური ახალგაზრდული პროგრამა „ეფეს საქართველოს“ და ანადოლუ ეფესის მხარდაჭერით განხორციელდა. 

ღონისძიებაზე გამოვლინდებიან გამარჯვებული გუნდები, რომლებსაც გადაეცემათ ფულადი ჯილდო ბიზნესიდეის განსახორციელებლად და გაემგზავრებიან Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტზე გერმანიაში.

Impact Hub Tbilisi -მა პროგრამა Social Impact Award-ის განხორციელების ლიცენზია 2017 წელს მიიღო და უკვე მერვე წელია ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას წამოიწყონ სოციალური ბიზნესი. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში საერთო ჯამში ჩაერთო 2000+ სტუდენტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან; ინკუბაცია გაიარა 290-მდე ახალგაზრდამ (56 გუნდი), გამოვლინდა 28 გამარჯვებული გუნდი, რომელსაც გადაეცა დაფინანსება სოციალური ბიზნეს საქმიანობის წამოსაწყებად.

 

 

გამოგვყევით