logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

დავით ნარმანიამ ენერგეტიკის საკითხებისადმი მიძღვნილ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

დავით ნარმანიამ ენერგეტიკის საკითხებისადმი მიძღვნილ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

1727954204

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო ენერგეტიკის საკითხებისადმი მიძღვნილ  ფორუმში, სადაც ნეტო-აღრიცხვის რეგულირებაზე პრეზენტაცია წარადგინა. ფორუმში, რომელიც ქ. თბილისში, 3-4 ოქტომბერს იმართება მონაწილეობენ ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 

ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიაზე სახელწოდებით  - „განახლებადი ენერგიის განვითარება და ბაზრის დინამიკა“ სემეკის თავმჯდომარემ  ისაუბრა საქართველოში ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმის, განახლებადი ენერგიების განვითარებისა და სემეკის მიერ შემუშავებული  რეგულაციების შესახებ.

დავით ნარმანიას თქმით,ბოლო მონაცემების შესაბამისად, ნეტო-აღრიცხვის სისტემაში ჩართულია 1491 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 103 მეგავატს შეადგენს.

სემეკმა ნეტო-აღრიცხვის რეგულაცია 2016 წელს დანერგა. წლების განმავლობაში ნეტო-აღრიცხვის განვითარებისთვის მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე გაიზარდა 500 კვტ-მდე, დაინერგა მოხმარებული და წარმოებული კვტ/სთ-ების გაქვითვის პრაქტიკა და ვირტუალური მომხმარებლის პრინციპი. სემეკის რეგულაციების შესაბამისად, ნეტო-აღრიცხვა არ წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობას და ჭარბი რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან.

გამოგვყევით