logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემამ გემების შემოსვლის პროცესი გაამარტივა - ქრისტინა რზგოევა

საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემამ საქართველოში გემების შემოსვლის პროცესი გაამარტივა. ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ქრისტინა რზგოევამ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, პროცედურების გაციფრულებით ნებართვების გაცემა დაჩქარდა, რამაც ხარჯების შემცირება და ადამიანური რესურსის დაზოგვა გამოიწვია. 

"საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემა გემების და ტვირთების საქართველოს ნავსადგურების გაფორმებისთვის საჭირო ფორმალობებს ამარტივებს. ნებართვების მისაღებად დეკლარანტებს აღარ სჭირდებათ დოკუმენტაციის მატერიალურად წარდგენა და მრავალჯერადად გადაგზავნა. ეს ყველაფერი ციფრულმა მომსახურებამ ჩაანაცვლა. დაჩქარებულია დოკუმენტის წარდგენის, ასევე ნებართვის მიღების პროცესი, რაც პირდაპირპროპორციულად  ხარჯების და ადმინისტრაციული რესურსის დაზოგვას იწვევს. 

დღეის მდგომარეობით, ჩვენ უკვე გვაქვს 51 გემის შემოსვლის მოთხოვნა. ერთობლივად ყველა სისტემა ჩართულია, რომ გემის შემოსვლა იყოს გამართული. ყველა სახელმწიფო უწყება მობილიზებულია. აღნიშნული რაოდენობის მოთხოვნა საკმაოდ ბევრია და ამით ჩანს, რომ გემების შემოსვლის პროცესი უფრო გამარტივებულია.

აღნიშნული პროგრამა საპილოტე რეჟიმში 2023 წლის 1-ელი იანვრიდან ჩავუშვით. 1 ოქტომბრამდე მოხდა 400-მდე პირის დატრენინგება და შესაბამისად, ერთი ფანჯრის სისტემაში ჩართული ყველა პირი კვალიფიციურია", - აცხადებს ქრისტინა რზგოევა. 

გამოგვყევით