logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

სოფელ ლიჩიდან სოფელ ნადაბურამდე გზის რეაბილიტაციის დასრულება 2024 წლის ნოემბერში იგეგმება

სოფელ ლიჩიდან სოფელ ნადაბურამდე გზის რეაბილიტაციის დასრულება 2024 წლის ნოემბერში იგეგმება

1720076520

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მთავრობის განკარგულებით საჩხერისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში სოფელ ლიჩიდან სოფელ ნადაბურამდე (ცენტრალურ მაგისტრალამდე) ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

პროექტით გათვალისწინებულია, სოფლ ლიჩიდან სოფელ ნადაბურამდე 8.8 კმ-იანი საავტომობილო გზისა და მასზე არსებული ორი სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია და მდინარე ძირულაზე ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა.

პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ცემენტ-ბეტონის გზა, გვერდულები, კიუვეტები, გაბიონის ქვედა საყრდენი კედლები, მიერთებები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები. ასევე, გათვალისწინებულია რეაბილიტირებული გზის საგზაო ნიშნებით აღჭურვა, სავალი ნაწილის მონიშვნა და ზღუდარებით შემოფარგვლა.

პროექტი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9.87 მლნ. ლარით ფინანსდება და მისი დასრულება 2024 წლის ნოემბერში იგეგმება.

გამოგვყევით