logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

ჩინეთმა ჰონგ-კონგსა და სხვა დიდ ქალაქებთან დამაკავშირებელი მეგა მაგისტრალი გახსნა

ჩინეთმა მდინარე პერლის დელტაში ჰონგ-კონგსა და სხვა დიდ ქალაქებთან დამაკავშირებელი მეგა მაგისტრალი გახსნა.

Shenzhen-Zhongshan Link ჩინეთის მიერ აშენებული მასშტაბური პროექტია, რომელიც მდინარე პერლის დელტას ორ მხარეს აკავშირებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, 24 კილომეტრის სიგრძის დამაკავშირებელი კვანძი შეამცირებს მგზავრობის დროს ჟონგშანსა და შენჟენს შორის ორი საათიდან მხოლოდ 30 წუთამდე.

პროექტი შედგება ერთი წყალქვეშა გვირაბისგან, ორი ხიდისა და ორი ხელოვნური კუნძულისგან, რომელთაგან ერთი დაკავშირებულია წყალქვეშა გვირაბთან, რაც მას მსოფლიოში პირველ წყალქვეშა გზატკეცილად აქცევს.

სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა შვიდი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ჩინური მხარის ცნობით, ერთ-ერთი ყველაზე რთული საზღვაო პროექტი იყო.

გამოგვყევით