logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"საქართველოში მზის ელექტროსადგურების ის რაოდენობა უნდა აშენდეს, რომელიც 500 მგვტ-ზე მეტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს" - მაია მელიქიძე

დღეს დაანონსდა, რომ საქართველოში მზის ელექტროსადგურების ის რაოდენობა უნდა აშენდეს, რომელიც 500 მეგავატზე მეტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, - ამის შესახებ GRADA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ ენერგეტიკულ ფორუმზე ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ეს ყველაფერი ვერ იქნება მიღწეული თუ კომერციული ბანკების მხრიდან არ იქნება დაფინანსება.

"საქართველოს ენერგეტიკული გამოფენა და ფორუმი არის ორდღიანი ღონისძიება, რომელიც საქართველოში პირველად ტარდება. ძალიან მნიშვნელოვან თემებზე იყო საუბარი. დიდია დაინტერესება როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან. 2030 წელს საქართველოს აქვს აღებული გარკვეულწილად ვალდებულება, რომ მიაღწიოს სამიზნე ნიშნულებს და ამ სამიზნე ნიშნულების მიღწევა ყოვლად შეუძლია კერძო სექტორის აქტიურობის გარეშე.

მე ვფიქრობ, რომ ამ ტიპის ფორუმი არის არაჩვეულებრივი ხიდი იმისთვის, რომ ენერგეტიკის სექტორის და ფინანსური ინსტიტუტების დაკავშირება მოხდეს. დღეს მზის ენერგიის მწარმოებელმა კომპანიებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მათ ესაჭიროებათ დახმარება. ისინი კერძო სექტორის უფრო მეტად ჩართულობას ითხოვენ. კერძოდ, კომერციული ბანკების მხრიდან მხარდაჭერას პროდუქტის შექმნის პროცესში", - აცხადებს მაია მელიქიძე.

გამოგვყევით