logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

აშშ-ში ძაღლების გაყვანასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 1-ელი აგვისტოდან ახალი წესები ამოქმედდება

აშშ-ში ძაღლების გაყვანასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 1-ელი აგვისტოდან ახალი წესები ამოქმედდება

1719212239

ამერიკის შეერთებულ შტატებში ძაღლების გაყვანასთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 1-ელი აგვისტოდან ახალი წესები ამოქმედდება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ, ცოფის გავრცელების რისკის თავიდან აცილების მიზნით, პერიოდულად იცვლება ძაღლების გაყვანის მოქმედი წესები.

ცვლილების თანახმად, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ ვეტერინარულ სერტიფიკატთან ერთად, სავალდებულოა, ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ შემუშავებული სპეციალური სასერტიფიკატო ფორმის შევსება. სერტიფიკატის ფორმას ავსებს სახელმწიფო ვეტერინარი, რაც დამოწმებული უნდა იყოს ხელმოწერითა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ბეჭდით. პირობების შეუსრულებლობა შესაძლოა გახდეს ძაღლის უკან გამობრუნების ან აშშ-ში შესვლაზე უარის თქმის საფუძველი.

გამოგვყევით