logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

სპორტული მოედნები, იახტკლუბი,სასტუმრო - შაორის განაშენიანების გეგმა დამტკიცდა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტმა ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია დაამტკიცა. შედეგად,  2024 წლის 3 ივლისს დამტკიცბული მთავრობის დადგენილების მიხედვით, განისაზღვრა შაორის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის (დასახლების) ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების პირობები.

შაორის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის (დასახლების) ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების პირობები:   ფუნქციური ზონები და მათი რეგლამენტები 

1. დასახლების ტერიტორიაზე გამოიყოფა შემდეგი კონკრეტული ფუნქციური ზონები (ქვეზონები):

ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა' (ლსზ) მოიცავს დასახლების განაშენიანების რეგულირების გეგმის სექტორ №1-ს. აღნიშნულ სექტორში დასაშვებია საბაგირო გზის მშენებლობა, განაშენიანების რეგულირების გეგმით გათვალისწინებული, საბაგირო ხაზის შეზღუდვის არეალში;

 სარეკრეაციო ზონა 1 (რზ -1) წარმოადგენს ზონას, რომელიც მდებარეობს განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში და მოიცავს გამწვანებულ ტერიტორიას (მაგ.: პარკი, ბაღი, ბულვარი, სკვერი, გაზონი), სადაც დასაშვებია განათების ბოძების, შადრევნების, ღია სათამაშო ან/და სპორტული მოედნების და სარეკრეაციო ზონის ფუნქციონირებისთვის უზრუნველმყოფი შენობა-ნაგებობების განთავსება კანონმდებლობის შესაბამისად.

 სარეკრეაციო ზონა 1 (რზ-1) მოიცავს დასახლების განაშენიანების რეგულირების გეგმის შემდეგ სექტორებს: №1, №2, №3, №4, № 5, №6;

 სარეკრეციო ზონა 2 (რზ-2) წარმოადგენს ზონას, რომელიც მოიცავს განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არსებულ/დაგეგმილ გამწვანებულ ტერიტორიებს: პარკს, ღია სათამაშო, სპორტულ მოედნებს და მსგავსი ტიპის სხვა ტერიტორიებს.

სარეკრეაციო ზონა 2 (რზ-2) მოიცავს შაორის დასახლების განაშენიანების რეგულირების გეგმის შემდეგ სექტორებს: №1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8. აღნიშნულ სექტორებში დასაშვებია: ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრი (ერთი შენობა);  ასევე იახტკლუბის (ერთი შენობა), კაფე-რესტორნის (ერთი შენობა), ნავსადგომის, ნავსადგომის ადმინისტრაციის, პირსის, სანაოსნო საწყობის მოწყობას. 

სექტორი №3 – ჩოგბურთის კორტი, კალათბურთის მოედანი, სპორტული კომპლექსის ადმინისტრაცია, ტრიბუნა, სპორტული მოედნის ფუნქციონირებისთვის საჭირო დახმარე შენობა-ნაგებობა;

 სარეკრეაციო ზონა 3 (რზ-3) მოიცავს შაორის დასახლების მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შემდეგ სექტორებს: №1, №2, №3, №4. აღნიშნულ სექტორებში დასაშვებია:  ღია საკონცერტო სივრცეების;  ახალგაზრდული ბანაკის, კემპინგის და ავტოსახლების მოწყობა.

სარეკრეაციო ზონა 3 (რზ-3) მოიცავს დასახლების განაშენიანების რეგულირების გეგმის №1 სექტორს, რომელშიც განაშენიანების ძირითადი პარამეტრებია:

  • მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი: კ1=0.15;
  • მაქსიმალური დასაშვები სართულიანობა – 4 სრული სართული;
  • აღნიშნულ სექტორში დასაშვებია: 80-ნომრიანი, 160-ადგილიანი სასტუმრო, საკონფერენციო დარბაზი;

როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, იმ ობიექტებზე, რომლებზეც განაშენიანების რეგულირების წესების ძალაში შესვლამდე დაწყებულია მშენებლობის  ნებართვის/წერილობითი დასტურის  გაცემის მიზნით  ადმინისტრაციული  წარმოება  ან/და  გაცემულია  მშენებლობის ნებართვა/წერილობითი  დასტური, ვრცელდება  განაცხადის  შეტანის მომენტისათვის მოქმედი რეგულირება,  გარდა  იმ  შემთხვევისა, როდესაც  წინამდებარე წესები უფრო ხელსაყრელ პირობებს ითვალისწინებს და მის გამოყენებაზე მოთხოვნას აყენებს განმცხადებელი.

გამოგვყევით