logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

თბილისის ზღვის მიმდებარედ საცხოვრებელი უბანის - "ნატბეურის" მშენებლობა იგეგმება - ნოდარ გიორგაძე

თბილისის ზღვის მიმდებარედ საცხოვრებელი უბანის - "ნატბეურის" მშენებლობა იგეგმება, - ამის შესახებ "ჯინო ჰოლდინგის" პრეზიდენტმა ნოდარ გიორგაძემ გადაცემა "ბიზნესი რუსთავი 2"-თან  განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, იქმნება მთლიანად ენერგოეფექტური, შორს მიმავალი პროექტი.

"თბილისის მერიასთან და განვითარების ფონდთან ერთად ძალიან დიდ პროექტზე ვმუშაობთ. ზღვის მიმდებარე ტერიტორიებს ერქვა "ნატბეური". ჩვენ განვიხილეთ და მივედით იმ აზრამდე, რომ უმჯობესია ძველი ისტორიული სახელი დავუბრუნოთ. შესაბამისად,  პროექტს "ნატბეური" ერქმევა", - აცხადებს ნოდარ გიორგაძე.

შეგახსენებთ, რომ პროექტის ინვესტორი კომპანია "განვითარების ფონდთან" ერთად GINO GROUP-ი და მისი შვილობილი კომპანია GINO GREEN CITY-ია. "ნატბეურის" გენერალური გეგმის კონცეფცია  MUA - Architecture & Placemaking-ის გუნდმა შეიმუშავა.

არსებული ინფორმაციით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 82 მლნ. ევრო იქნება და პროექტის განხორციელება 4 ეტაპად იყოფა. ჯამში პროექტის სრული განხორციელება 20 წელზე ნაწილდება.

გამოგვყევით