logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

ირაკლი ლექვინაძემ UNCTAD-ის კონკურენციის სამართლის სესიაზე GCCA-ს მიღწევებზე ისაუბრა

ირაკლი ლექვინაძემ UNCTAD-ის კონკურენციის სამართლის სესიაზე GCCA-ს მიღწევებზე ისაუბრა

1720078184

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის  სააგენტოს (GCCA) თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე შვეიცარიაში, ქ. ჟენევაში, 3 ივლისს,გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) მიწვევით, კონკურენციის სამართლის და პოლიტიკის შესახებ მთავრობათაშორისი ექსპერტების 22-ე გახსნით სესიაზე სიტყვით გამოვიდა.

ირაკლი ლექვინაძემ სიტყვით გამოსვლისას საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერების მიზნით განხორციელებულ რეფორმებზე, მიღწევებზე ისაუბრა და ყურადღება გასულ წლებში დასრულებულ საქმეებზე გაამახვილა. 

„GCCA 10 წლის არის და აღნიშნულ პერიოდში რეფორმების რამდენიმე ეტაპი გაიარა. კერძოდ, 2020წელს, კონკურენციის კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესის საუკეთესო მაგალითია.  2021-2022 წელს, ანტიდემპინგის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონების აღსრულება დავიწყეთ. მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს ევროკავშირის კანონმდებლობასთან თანხვედრის შეფასება. დღეს, ევროკავშირის ექსპერტების შეფასებით,კონკურენციის კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობა 75%-ზე მეტია, რაც 2022 წელს 60%-ს შეადგენდა. ამ ეტაპზე, მიღებულია რეკომენდაციები და ვგეგმავთ შემდეგ ნაბიჯებს, რომ სრულ თანხვედრაში ვიყოთ ევროპულ კანონმდებლობასთან.

 2020-2024 წლებში, ბაზრებზე კონკურენციის გაუმჯობესების მიზნით, GCCA-მ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო. დასრულდა 20 მოკვლევა. მათ შორის, შეთანხმებული ქმედებები დადასტურდა: ფარმაციის, საწვავის ბაზარზე და კინოთეატრების ონლაინ გაყიდვების ბაზარზე", - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ლექვინაძემ.

მისივე განმარტებით, 2020-2024 წლებში, GCCA-ის მიერ 11 ბაზრის მონიტორინგი დასრულდა. მათ შორის, ფარმაციის, საწვავის, საბანკო დაზღვევის და ა.შ. ფარმაციის ბაზარზე გაცემული 13 რეკომენდაციიდან მთავრობის მიერ დიდი ნაწილი დანერგილია.

გახსნით სესიაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კონკურენციის ორგანოს პრეზიდენტი, ანდრეას მუნდტი, OECD-ის კონკურენციის კომიტეტის თავმჯდომარე, ფრედერიკ ჯენი; ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი, უილიამ კოვაჩიჩი და სხვები. ღონისძიებაში მონაწილეობენ: UNCTAD-ის წევრი სახელმწიფოების შესაბამისი უწყებები და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები.

 ჟენევაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება და შეხვედრებში მონაწილეობს GCCA-ის მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი, სერგო სანიკიძე.

გამოგვყევით