logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"ვაჭრობა არ შედგა" - გუშინ ამოქმედებულ ენერგეტიკულ ბირჟაზე 4 მონაწილე იყო

საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის ინფორმაციით, გუშინ  4 მონაწილე იყო დარეგისტრირებული,თუმცა,  ვაჭრობა არ შედგა, რადგან  ელექტროენერგიის გამყიდველების მიერ შეთავაზებული ფასი იყო უფრო მაღალი, ვიდრე მყიდველების გადახდაზე მზადყოფნა.

მათივე ინფორმაციით, ელექტროენერგია ხელმისაწვდომი იყო 140.51 ლარი/მგვტ.სთ (14.051 თეთრი/კვტ.სთ) ფასად, ხოლო მყიდველი მზად იყოს გადაეხადა არაუმეტეს 122.75 ლარი/მგვტ.სთ (12.275 თეთრი/კვტ.სთ). მსგავსი სურათი იყო სხვა საათებისთვის.

ბირჟის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციითბაზრის მონაწილეები არიან:

  • სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა
  • შპს ენერჯი დეველოფენტ ჯორჯია
  • შპს რიცეულაჰესი
  • შპს საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია.

შეგახსენებთ,  საქართველოში ელექტროენერგიის ბირჟა გუშინ ეტაპობრივად გაიხსნა.  ბირჟაზე წარმოდგენილი იქნებიან გენერაციის ობიექტები, მაგრამ მარეგულირებელ ჰესებს (დიდი ზომის ჰესებს) ის არ შეეხება.

გენერაციის ობიექტებთან ერთად ბირჟაზე იქნებიან წარმოდგენილი მსხვილი მომხმარებლები, თუმცა მათი ამ სისტემაში ჩართვა ნებაყოფლობით მოხდება. ამავე სისტემაში არ მოხვდება იმპორტირებული ელექტროენერგიაც. აღნიშნული სახით ბაზარი 1 წლის ვადით იმოქმედებს, 2025 წლიდან კი ბაზარი სრულყოფილი სახით გაიხსნება.

გამოგვყევით