logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

საცალო დეპოზიტების დოლარიზაცია 65%-ს მიუახლოვდა

დეპოზიტების დოლარიზაციამ, სებ-ის თვის მიმოხილვით, მაისში 49.8% შეადგინა. მაისის ბოლოს, ფიზიკური პირების დეპოზიტების დოლარიზაცია 0.2 %პ-ით 64.8%-მდე გაიზარდა, ხოლო იურიდიული პირების 0.3 %პ-ით, 37.9%-მდე შემცირდა.
ამასთან, ვადიანი დეპოზიტების დოლარიზაცია, მაისში, 0.2 პროდენტული პუნქტითაა მომატებული, 61.5%-მდე. გაიზარდა.

პირველი ივნისის მდგომარეობით, საბანკო სექტორში 23 მლრდ ლარის ვადიანი დეპოზიტებია (ნაშთი). აქედან 13 მილიარდამდე ლარშია. უცხოურ ვალუტაში კი 10.2 მლრდ ლარის ეკვივალენტია საანაბრო ანგარიშებზე. რეზიდენტების ვადიანი ანაბრების სარგებელი, ლარში, 0.3 პროცენტული პუნქტით, 10.5%-მდე, დოლარში კი 0.2პპ-ით, 1.9%-მდეა შემცირებული. ევროში 0.1 პროცენტული პუნქტით, 1.1%-მდე დაიკლიო.

სულ, საბანკო სექტორში, პირველი ივნისის მდგომარეობით, რეზიდენტი ფიზიკური პირების 20.6 მლრდ ლარის და არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირების 9.9 მლრდ ლარის დეპოზიტებია.  

გამოგვყევით