logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

დღეიდან ელექტროენერგიის ბირჟა ეტაპობრივად გაიხსნება

დღეიდან ელექტროენერგიის ბირჟა ეტაპობრივად გაიხსნება

1719816120

დღეიდან საქართველოში ელექტროენერგიის ბირჟა ეტაპობრივად გახსნას გაიხსნება. ბირჟაზე წარმოდგენილი იქნებიან გენერაციის ობიექტები, მაგრამ მარეგულირებელ ჰესებს (დიდი ზომის ჰესებს) ის არ შეეხება.

გენერაციის ობიექტებთან ერთად ბირჟაზე იქნებიან წარმოდგენილი მსხვილი მომხმარებლები, თუმცა მათი ამ სისტემაში ჩართვა ნებაყოფლობით მოხდება. ამავე სისტემაში არ მოხვდება იმპორტირებული ელექტროენერგიაც. აღნიშნული სახით ბაზარი 1 წლის ვადით იმოქმედებს, 2025 წლიდან კი ბაზარი სრულყოფილი სახით გაიხსნება.

სემეკის ბაზრის მონიტორინგის დირექტორი ნიკოლოზ სუმბაძე   რამდენიმე დღის წინ energynews-თან საუბარში აცხადებდა, არსებულ გარდამავალ სტრუქტურას ემატება ახალი სავაჭრო სეგმენტი, უფრო კონკრეტულად კი დღიური ბაზრები.

„სულ ახლახან შევიდა ცვლილებები ელექტროენერგეტიკის ბაზრის კონცეფციაში, რაც გულისხმობს არსებული სტრუქტურის შენარჩუნებას, თუმცა ამ სტრუქტურას ემატება ახალი სავაჭრო სეგმენტი, კერძოდ, დღიური ბაზრები, რომელსაც მონიტორინგს გაუწევს საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა.

ბაზრის კონცეფციიდან გამომდინარე ბირჟაზე მონაწილეობა ნებაყოფლობითია, თუმცა მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ იმ ელექტროსადგურებს, რომლებსაც კომისიის მხრიდან არ უდგინდებათ ტარიფი. მეორეს მხირვ ბირჟაზე მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ უნივერსალურმა მიმწოდებლებმა და ასევე პირდაპირმა მომხმარებლებმა. მარტივად რომ ვთქვათ,  არიან  გარკვეული სუბიექტები, რომლებსაც არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ეკრძალებათ ბირჟაზე მონაწილეობა, თუმცა ზემოთ აღნიშნულ დანარჩენ სუბიექტებს ნებაყოფლობით შეეძლებათ შესვლა.

ამ მოდელით ბირჟაზე მწარმოებლებს შეუძლიათ მხოლოდ ელექტროენერგიის გაყიდვა, ხოლო პირდაპირ მომხმარებლებს ან მიმწოდებლებს შეუძლიათ ელექტროენერგია იყიდონ. ეს არის ერთ-ერთი დამატებითი შეზღუდვა, რომელიც აუცილებელი იყო, ვინაიდან ახლა ჩვენ ვართ გარდამავალ მოდელში“. - აღნიშნავდა ნიკოლოზ სუმბაძე.

გამოგვყევით