logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

IG დეველოპმენტი $15 მილიონის ემისიაზე აცხადებს

CT მოლის (4 ლოკაცია გლდანი/საბურთალო) მფლობელი IG Develompent ჯორჯია, $45 მილიონიანი საემისიო პროსპექტის ფარგლებში, სასესხო  ფასიანი ქაღალდების (ობლიგაციები) მორიგ ტრანშზე აცხადებს, რომლითაც $15 მლნ -მდე მოიზიდავს.

ქვეყნის უმსხვილესი მეიჯარეს, რომელსაც 300-მდე უნიკალური მოიჯარე ჰყავს, წლიური (2023 წ.) შემოსავლის (88 მლნ ლარი) 98% 4 მოლიდან აქვს მიღებული.

კომპანია მოიჯარეებისგან რამდენიმე სახის შემოსავალს იღებს: საიჯაროს (ფიქსირებულს და დენომინირებულს აშშ დოლარში) და მომსახურების შემოსავალს (დასუფთავება, ტექნიკური უზრუნველყოფა,უსაფრთხოება...).

გარკვეული კლიენტებისგან იჯარის ფიქსირებული თანხის ნაცვლად, კლიენტისთვის გაქირავებულ ფართში დაგენერირებული შემოსავლის პროცენტს იღებს, საშუალოდ შემოსავლის 20%-ს.

იჯარიდან მიღებული შემოსავლის 77% ფიქსირებულია. 23% - წილი მოიჯარეების შემოსავლის მიხედვით.

IG Develompent -ის $15 მილიონიანი განთავსება (2-წლიანი ობლიგაციები, ნომინალი $1 000) 8 ივლისისთვის იგეგმება და არსებული ვალდებულებების რეფინანსირებას მოხმარდება. 

არსებული საპროცენტო ვალდებულებები სრულად დენომინირებულია უცხოურ ვალუტაში, საიდანაც აშშ დოლარის წილია 81%, ევროს 19%. (01.01.2023: 64%/ 36%,01.01.2022: 85%/15%). საემისიო პროსპექტის მომზადების თარიღისთვის (12/2023) ვალდებულებები ფიქსირებული განაკვეთითაა, თუმცა უმეტესობა სესხებისთვის, 2024 წლის თებერვლიდან ცვლადი გახდა (თუ დათქმა არ შეიცავალა)  შესაბამისი ბენჩმარკითა (1 თვიანი SOFRM) და სპრედით.

კრედიტორი საქართველოს ბანკია. სულ, სესხების ჯამური ნარჩენი ღირებულება 80 მლნ-მდე ლარის ეკვივალენტია უცხოურ ვალუტაში. 64 მლნ-მდე ლარის,  აშშ დოლარშია და ₾15 მლნ-მდე, ევროში.

ყველა სესხი არის ამორტიზებადი, ვალუტების მიხედვით ჩაშლა წარმოდგენილია ქვემოთ, მოცემულია ათას ლარში:

ობლიგაციების განთავსების აგენტი, როგორ წინა ტრანშების ($20 მლნ. და 5 მლნ ევროს) G&T-ია. სავარაუდოდ კომპანია 8.5%-ს შეინარჩუნებს, გლობალურად გაზრდილი განაკვეთების მიუხედავად. 

ემიტენტი, ბაზარზე, შვილობილი კომპანიით (სითი დეველოპმენტით) დეველოპერულ სექტორშიც არის წარმოდგენილი, $200 მილიონიანი პროექტით. ბოლო განახლებით, CITYZEN-მა 27 ივნისს ხელი მოაწერა თანამშრომლობის ხელშეკრულებას Zaha Hadid Architects-თან თაუერის პროექტირებაზე, რომელიც ითვალისწინებს კავკასიაში პირველი მრავალფუნქციური თაუერის აშენებას. 

მრავალფუნქციური კომპლექსი, თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე  "ზაკვოს" შენობის (სამხრეთ კავკასიაში საბჭოთა ჯარების ყოფილი შტაბბინის) მიმდებარედ შენდება.

>გაიგე მეტი სითიზენზე

გამოგვყევით