logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია 2 და 3 ვარსკვლავიანი სასტუმროების განვითარება" - ქეთი მელაძე

ძალიან ბევრი პატარა სასტუმრო ცდილობს დახურვას, რადგან მათი შემოსავალი არასახარბიელოა, თუმცა ფრენჩაიზინგიანი სასტუმროები თითქმის ყველა დატვირთულია, - ამის შესახებ Horeca Hotel Star Georgia-ს პრეზიდენტმა ქეთი მელაძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

 მისივე ინფორმაციით, საქართველოში 4-5 ვარსკვლავიანი სასტუმროები თავს კარგად ართმევენ გამოწვევებს. 

"ჩვენს ორგანიზაციაში გაერთიანებულია 40-ზე მეტი სასტუმრო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია 2 და 3 ვარსკვლავიანი სასტუმროების განვითარება. სასტუმროების შეფასებას ვიწყებთ მატრასიდან, მათ  ჯამში 247 კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილონ. მნიშვნელოვანია ხარისხი, მდგრადობა და ნდობა. 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები საქართველოში, ვინც თავის თავს თვითონ აფასებს, ბევრია. მაგრამ ვფიქრობ, ეს მიუღებელია და ამ შემთხვევაში ნდობაც ნაკლებია, რადგან ყველა ტურისტი ვინც ჩამოდის ფრენჩაიზინგიან სასტუმროში მიდის.

ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ პატარა სასტუმროებს, რომ უფრო ცნობადები გახდნენ. ზუსტად ჩვენი ორგანიზაცია ამის საშუალებას აძლევს მათ. Tripadvise-ზე არც ერთი თვითშეფასებული ქართული სასტუმრო აღარ არის. ჩვენი შეფასების შედეგად მაღალბიუჯეტიანმა სტუმრებმა იციან რა დახვდებათ მათ აქ და არ ექნებათ ცრუ მოლოდინი. სასტუმრომ უნდა გამოხატოს მზაობა, რომ ჩვენ მივიდეთ მასთან და შევაფასოთ.

ძირითადად, დაინტერესებულები არიან მფლობელები, რომ მათი სასტუმრო იყოს შეფასებული და ის ვარსკვლავები, რომლებსაც ჩვენ მივანიჭებთ იყოს აღნიშნულ ექსტერიერზე და ინტერიერზე. ვფიქრობ, რომ ეს აუცილებელია ქვეყნისთვის. ამის გარეშე ქართული სასტუმროების განვითარება არ მოხდება, რადგან მათ ზურგს უნდა უმაგრებდეს ორგანიზაცია, რომელიც იტყვის, რომ ეს მათი ოჯახის წევრია. ვარსკვლავის მინიჭების შემდეგ ისევ ვამოწმებთ სასტუმროებს. ფარული სტუმარი მიდის სასტუმროში, შემდეგ ჩვენ გვაწვდის ინფორმაციას და ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს მფლობელთან", - აცხადებს ქეთი მელაძემ. 

გადაცემები

გამოგვყევით