logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

დავით ნარმანიამ საერთაშორისო კონფერენციაზე ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრა

დავით ნარმანიამ საერთაშორისო კონფერენციაზე ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრა

1719393474

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია ენერგეტიკის ეკონომიკის საერთაშორისო ასოციაციის (IAEE) 45-ე საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით წარდგა. სემეკის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, სადაც წარადგინა პრეზენტაცია თემაზე - „გეოპოლიტიკური რისკები და ენერგეტიკული უსაფრთხოება - საქართველოს პერსპექტივა“.

არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ენერგეტიკული უსაფრთხოება. აღნიშნული მოიცავს ენერგომომარაგების უწყვეტობასა და ხარისხს ხელმისაწვდომ ფასად, როგორც მოკლევადიან, ასევე  გრძელვადიან  პერსპექტივაში, რაც მოთხოვნის ზრდის პირობებში გულისხმობს ახალი წყაროების, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ოპტიმალური ფასების უზრუნველყოფას, სისტემის დივერსიფიცირებას. ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის განხორციელებისას,  საქართველოს მთავრობა სემეკთან და სხვა  სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობით იღებს ზომებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს საბოლოო მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის უსაფრთხო და საიმედო მიწოდება, ელექტროენერგეტიკული საქმიანობის გამჭვირვალე და სტაბილური მარეგულირებელი ჩარჩო ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეთა მკაფიოდ განსაზღვრული ფუნქციებითა და პასუხისმგებლობები.

პირველ ივლისს, ფაქტობრივად, რამდენიმე დღეში, საქართველოში ელექტროენერგიის ახალი ბაზარი ამოქმედდება. ენერგეტიკული ბირჟის გახსნა წარმოადგენს მიმდინარე რეფორმის ფუნდამენტურ პროცესს. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს ენერგოსტაბილურობა, ენერგოუსაფრთხოება და ბაზრის ლიბერალიზაციის რეფორმა სწორად ამ პრინციპებს ეფუძნება“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

ენერგეტიკის ეკონომიკის საერთაშორისო ასოციაციის (IAEE) 45-ე საერთაშორისო კონფერენცია თურქეთის რესპუბლიკაში, ქ. სტამბოლში, 25 – 28 ივნისს, ბოსფორის უნივერსიტეტის ორგანიზებით მიმდინარეობს. კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი ენერგეტიკული და ეკონომიკური ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები.

გადაცემები

გამოგვყევით