logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა,რომ 2030 წლისთვის, ენერგეტიკის სფეროში ეროვნულმა წარმოებამ გადააჭარბოს მოხმარებას" -პრემიერი

"ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა,რომ 2030 წლისთვის, ენერგეტიკის სფეროში ეროვნულმა წარმოებამ გადააჭარბოს მოხმარებას" -პრემიერი

1719567144

ენერგეტიკა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მიმართულება, ჩვენ გვაქვს სტრატეგიული ამოცანა, 2030 წლისთვის ეროვნულმა წარმოებამ ამ სფეროში გადააჭარბოს მოხმარებას და ყველაფერი კეთდება ამ მიზნის განსახორციელებლად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამჟამად გაფორმებულია 284 ხელშეკრულება ახალი ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით.

„მათგან 214 არის ჰიდროელექტროსადგური, 26 ქარის, ხოლო 44 მზის ელექტროსადგური. დარწმუნებული ვართ, ყველა შესაბამისი პროექტი წარმატებით განხორციელდება. აქტიურად მიმდინარეობდა ასევე ახალი ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა. აქტიურად ვმუშაობთ შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის პროექტზე, რომლის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დაახლოებით ერთ თვეში, ივლისში დასრულდება“, - აღნიშნა პრემიერმა.

გადაცემები

გამოგვყევით