logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

იაპონიის ხელისუფლება Toyota-ს და სხვა ავტომწარმოებლებს ამოწმებს

იაპონიის ტრანსპორტის სამინისტროს ოფიციალურმა პირებმა Toyota Motor-ის სათავო ოფისში მოკვლევის პროცესი დაიწყეს. ღონისძიებები მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანიის ზოგიერთი მოდელის ავტომობილის სერტიფიცირებაში გარკვეული ხარვეზები გამოვლინდა.

ხარვეზები თავდაპირველად, Toyota-ს მოდელ Daihatsu-ს სერტიფიცირების ტესტებში აღმოაჩინეს. უსაფრთხოების ტესტებში აღმოჩენილი უზუსტობების შესახებ სკანდალი სხვა იაპონურ ავტომწარმოებლებზეც გავრცელდა. თუმცა, Toyota, რომელიც უსაფრთხოებისა და საიმედოობის გამო, დიდი ხანია თავისი რეპუტაციით ამაყობს, ჯერჯერობით, ერთადერთი ავტომწარმოებელია, რომელმაც შემოწმებისთვის ადგილზე მიიღო ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენლები.

მანამდე, ერთი დღით ადრე, იაპონიის ტრანსპორტის სამინისტრომ ინსპექტირების ჩატარების გეგმა გააჟღერა და თქვა, რომ Toyota-ს, Mazda-ს, Honda-ს, Suzuki-ს და Yamaha Motor-ს, ავტომობილების სერტიფიცირებისთვის წუნდებული ან მანიპულირებული მონაცემები ჰქონდათ წარდგენილი.

სამინისტროს ამ განცხადების შემდეგ, Toyota-მ ბოდიში მოიხადა.

მსოფლიოს უმსხვილესი ავტომობილების მწარმოებელთა თავმჯდომარე აკიო ტოიოდამ თქვა, რომ Toyota Group-ის კომპანიებში, რომლებიც მოიცავს Daihatsu-ს, სატვირთო მანქანების ბრენდს Hino-ს და თავად Toyota-ს, სავარაუდოდ, "სწორი სერტიფიცირების პროცესი" არ იყო დაცული.

Toyota-მ, Mazda-მ და Yamaha-მ ტრანსპორტის სამინისტროს დასკვნის შემდეგ ზოგიერთი ავტომობილის გადაზიდვა ან გაყიდვა დროებით შეაჩერეს. სამინისტროს ცნობით, დარღვევები სერტიფიცირების განაცხადში სხვა იაპონურ მწარმოებლებსაც აქვთ, მათ შორის არიან Honda და Suzuki.

გამოგვყევით