logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

დავით სონღულაშვილი, გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

დავით სონღულაშვილი, გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

1792078727

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, ერევანში,  გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

„ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენცია სამ წელიწადში ერთხელ ტარდება, ამიტომ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

საქართველოს ამ კუთხით მოწინავე პოზიციები აქვს. საერთაშორისო სტანდარტით მიღებული მაჩვენებელი მიზნად ისახავს 2036 წლისთვის ტერიტორიების 30%-მდე ზრდას, თუმცა ამ სამიზნე მაჩვენებლის მიღწევას ჩვენ უფრო ადრე და სწრაფად შევძლებთ. ასევე მნიშვნელოვანია გადაშენების პირას მყოფი ცხოველების აღდგენისა და ტყის მართვის მიმართულებით მიღებული გადაწყვეტილებები.

ჯამში, გარემოს დაცვის მიმართულებით ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები საერთაშორისო სტანდარტების კუთხით გამორჩეული და მოწინავეა“,- განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

გამოგვყევით