2026 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 285.77 მლნ აშშ დოლარი (746.3 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 10.1%ით (32.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2025 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.3% იმ 25 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა სექტემბერში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 25 ქვეყანაზე გასული წლის სექტემბერში მთელი ფულადი გზავნილების 96.2% მოდიოდა.
|
|
ჩარიცხული მოცულობა (მლნ. აშშ დოლარი) |
წილი მთლიან ჩარიცხულ მოცულობაში |
ჩარიცხული მოცულობის წლიური ზრდის ტემპი |
|
სულ |
285.77 |
100.00% |
-10.07% |
|
ევროკავშირის ქვეყნები |
143.37 |
50.17% |
-0.63% |
|
დანარჩენი ქვეყნები |
142.41 |
49.83% |
-17.93% |
|
აშშ |
63.39 |
22.18% |
6.23% |
|
იტალია |
53.97 |
18.89% |
-0.16% |
|
გერმანია |
30.64 |
10.72% |
2.83% |
|
საბერძნეთი |
27.57 |
9.65% |
6.02% |
|
ისრაელი |
26.30 |
9.20% |
13.12% |
|
თურქეთი |
11.34 |
3.97% |
10.37% |
|
რუსეთის ფედერაცია |
7.86 |
2.75% |
-80.10% |
|
ესპანეთი |
7.37 |
2.58% |
-4.04% |
|
გაერთიანებული სამეფო |
6.53 |
2.28% |
10.28% |
|
საფრანგეთი |
5.88 |
2.06% |
-3.60% |
|
ირლანდია |
5.28 |
1.85% |
-14.38% |
|
ყაზახეთი |
5.01 |
1.75% |
-33.95% |
|
აზერბაიჯანი |
2.86 |
1.00% |
-15.72% |
|
კანადა |
2.45 |
0.86% |
9.40% |
|
ყირგიზეთი |
2.41 |
0.84% |
-72.02% |
|
ნიდერლანდები |
2.30 |
0.80% |
14.90% |
|
არაბთა გაერთიანებული საამიროები |
2.22 |
0.78% |
19.90% |
|
პოლონეთი |
2.01 |
0.70% |
-33.24% |
|
საუდის არაბეთი |
1.93 |
0.67% |
31.75% |
|
კვიპროსი |
1.76 |
0.61% |
-1.11% |
|
ბელგია |
1.46 |
0.51% |
-6.47% |
|
ლიბანი |
1.22 |
0.43% |
80.59% |
|
სომხეთი |
1.19 |
0.42% |
9.03% |
|
უზბეკეთი |
1.15 |
0.40% |
-3.39% |
|
იორდანია |
1.13 |
0.40% |
21.50% |
2026 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 36.9 მლნ აშშ დოლარი (96.3 მლნ ლარი) გადაიგზავნა. რაც 2025 წლის სექტემბრის (38.8 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.5% ნაკლებია.