logo
Loading data...
მთავარი სტარტაპი

სტატია

GITA-ს საგრანტო პროგრამის "₾25 000-მდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის" გამარჯვებულები სამეგრელოს რეგიონში გამოვლინდა

GITA-ს საგრანტო პროგრამის "₾25 000-მდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის" გამარჯვებულები სამეგრელოს რეგიონში გამოვლინდა

1719475814

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის  „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები სამეგრელოს რეგიონში გამოვლინდნენ. რვა გამარჯვებული პროექტიდან ოთხს გრანტს გადასცემს GITA, ოთხ სტარტაპს კი USAID -ის ძლიერი სოფლის პროგრამა დააფინანსებს.

გამარჯვებული პროექტები:

  • LiveCourt - მობაილ აპლიკაცია, რომელიც ეხმარება სპორტის მოყვარულებს იპოვნონ საჯარო სტადიონები და დაინახონ რეალურ რეჟიმში სტადიონზე ადამიანების რაოდენობა, მათ შორის მათი, რომლებიც ამჟამად თამაშობენ, ელოდებიან თავიანთ რიგს ან უყურებენ თამაშს. ეს საშუალებას აძლევს მომხმარებელს აირჩიოს სტადიონი, რომელიც საუკეთესოდ შეესაბამება მათ საჭიროებებს.
  • Incom For Buisness - პლატფორმაზე მცირე ბიზნესის მქონე პირები შეძლებენ თავიანთი პროდუქტისა და მათი ბიზნესის შესახებ ინფორმაციის განთავსებას. ვებ გვერდზე განთავსებული ალგორითმი აიღებს ინფორმაციას სხვადასხვა სოც. ქსელიდან და ტრენდს, რომელიც პოპულარულია მოარგებს მათ პროდუქტს, მისცემს ვიდეოს იდეას, სოციალურ მედიაში განთავსებისას კი დააგროვებს ბევრ ნახვას და მოიპოვებს აუდიტორიის  ნდობას.
  • Legends Forge - ინოვაციური კომპიუტერული თამაშის პროტოტიპის დამზადება, არსებული „ნეთვორქიდან“ ინვესტიციის ასაღებად.
  • სმარტ ცქვიტა - მოწყობილობა ეხმარება ადამიანებს ელექტრო ენერგიის მონიტორინგსა და ხარჯების სწორად განსაზღვრაში.
  • შიპიფაი - შიპიფაის ბიზნეს ანალიტიკური მოდელები პრიორიტეტულად მიმართულია მინიმუმამდე დაიყვანოს შეკვეთის რეგისტრაციიდან მის დასრულებამდე საჭირო დრო, მიაწოდოს მომხმარებლებს ყველა საჭირო ინფორმაცია შეკვეთის შესახებ რეალურ დროში და გაზარდოს სახმელეთო გადაზიდვების გამტარუნარიანობა რეგიონში.
  • ParaTicks - მეორადი ბილეთების პლატფორმა - პროექტის მიზანია ღონისძიებების მეორადი ბილეთებით ვაჭრობისთვის ორგანიზებული, მარტივად გამოყენებადი და სანდო პლატფორმის შექმნა (მრავალ-მომხმარებლიანი; C2C; B2C), რომელიც შეამცირებს არაკეთილსინდისიერი ტრანზაქციების რისკებს და მომხმარებელს საშუალებას მისცემს მარტივად მოიძიოს/ შეიძინოს სასურველი ბილეთები, ხოლო ბილეთების მფლობელებს გაუჩნდებათ ახალი, სანდო და უსაფრთხო გაყიდვების არხი.
  • RESTART . რესტარტი - პლატფორმა, როგორც უწყვეტი შუამავალი დამსაქმებელსა და სამუშაოს მაძიებელს შორის, რომელიც გაადვილებს დასაქმების და დაქირავების პროცესს.
  • სანო - C2C სამედიცინო პლატფორმა, რომელიც ეხმარება ადამიანებს სამედიცინო მომსახურებების ონლაინ მიღებაში სახლიდან გაუსვლელად.

რეგიონალური საგრანტო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას; ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება - ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.

USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამასთან თანამშრომლობით, საგრანტო პროგრამის ბენეფიციარებს ზუგდიდის, წალენჯიხის, ონისა და მესტიის მუნიციპალიტეტებიდან ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ დამატებითი რესურსები პროექტების განხორციელებისთვის.

USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ითანამშრომლებს სამი  სხვადასხვა მიმართულებით. ეს მიმართულებებია: 1) პრე-აქსელერაციის პროგრამები სამეგრელოში, სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმში, შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში. 2) ტექნოლოგიური კვირეულები კასპში, გორში, მესტიასა და ზუგდიდში, 3) რეგიონალური საგრანტო პროგრამების კომპონენტი. აღნიშნული პროგრამები ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს და ადგილობრივ მეწარმეებს, შექმნან იდეიდან პროდუქტი, განახორციელონ სტარტაპ პროექტები, რაც რეგიონების სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას შეუწყობს ხელს. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარე თემების მოსახლეობას მიეცემა საშუალება, შეისწავლოს ფინანსებზე წვდომის ალტერნატიული წყაროების მოძიების მეთოდები და შექმნას დინამიური ცვლილებების მიმართ მდგრადი ეკონომიკური განვითარების პოტენციალი.

საგრანტო პროგრამის ფარგლებში უკვე გამოვლინდნენ გამარჯვებულები აჭარის, იმერეთისა და გურიის რეგიონებში. სამეგრელოს, სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმში განაცხადების მიღება მიმდინარეობდა 1 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge-ს  მეშვეობით.  საგრანტო წინადადებებს აფასებდა კომისია, რომელიც დაკომპლექტებულია შესაბამისი პროფილის მოწვეული ექსპერტებით. შერჩეულმა სტარტაპებმა კომისიის წინაშე წარსადგენად გაიარეს გადამზადების სპეციალური კურსი, რომელიც მოიცავდა  ბაზრის კვლევას, ბაზარზე გასვლის სტრატეგიას, მასშტაბირებასა და ე.წ. „ფიჩინგს“. საგრანტო თანხის მაქსიმალური ოდენობა, თითოეული პროექტისთვის შეადგენს 25 000 ლარს.

გრანტის მიღება შეუძლია სამიზნე რეგიონებში რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ან პირებს, რომლებიც აპირებენ ეკონომიკური საქმიანობა განახორციელონ შესაბამის რეგიონში. ფიზიკური პირი, რომელიც მოიპოვებს დაფინანსებას, ვალდებულია საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია მოახდინოს შესაბამის რეგიონში.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებპორტალზე  www.grants.gov.ge.

 

 

გადაცემები

გამოგვყევით