logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

"ახალი, ევროპული სამშენებლო ნორმების შემუშავება მომავალი წლის ბოლოს დასრულდება" - რევაზ სოხაძე

"ახალი, ევროპული სამშენებლო ნორმების შემუშავება მომავალი წლის ბოლოს დასრულდება" - რევაზ სოხაძე

1761734655

როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში გამოსვლისას  განაცხადა, ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახალ სამშენებლო ნორმებზე გადადის, რითაც მოგვარდება წლების განმავლობაში არსებული პრობლემა.

მინისტრის თქმით, ფასის დადგენის არსებული სისტემა წლების განმავლობაში აზიანებდა ინფრასტრუქტურულ განვითარებას. 35-წლიანი პრობლემა მალე გაწყდება, ამჟამად მიმდინარეობს ახალი, ევროპული სამშენებლო ნორმების შემუშავება ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, რაც დასრულდება მომავალი წლის ბოლოს.

,,ჩვენი ამოცანა არ არის საბაზრო ღირებულებაზე ნაკლები ფასის გადახდა – ჩვენი მიზანია ოპტიმალური ფასი, მაღალი ხარისხი და პროექტების გონივრულ ვადებში შესრულება. ეს იქნება საფუძველი იმისა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოში განხორციელდეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად – გამჭვირვალად, ხარისხიანად და ეფექტურად,“ – განაცხადა მინისტრმა.

გამოგვყევით