logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ბაღების სრულ მსხმოიარობაში შესვლის შემდეგ წარმოება 400 ტონამდე გაიზრდება" - "ბიო ბაღები"

ორგანული (გარდამავალი ბიო) ვაშლის მწარმოებელი კომპანია "ბიო ბაღები", რომელიც გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზერტში მდებარეობს წელიწადში დაახლოებით, 200 ტონა ვაშლს აწარმოებს, ხოლო რამდენიმე წელში ბაღების სრულ მსხმოიარობაში შესვლის შემდეგ, წარმოება 400-ს ტონამდე გაიზრდება.

როგორც "ბიზნესპარტნიორთან" წარმოების ხელმძღვანელი, დავით ჯაფარიძე აღნიშნავს, ამჟამად მეურნეობა ბიოსერტიფიცირების პროცესშია.

"ვაშლის მოყვანა და ბიოსერტიფიცირება  2023 წელს დაიწყო. ამასთან, სპეციალურად ბიო წარმოებისთვის  განკუთვნილი ვაშლის ჯიშები შეირჩა, რომლებიც  სხვადასხვა, დაავადებების მიმართ რეზისტენტულია. ორგანული წესით ვაშლის წარმოება განსაკუთრებული პირობების დაცვას გულისხმობს, მაგალითად, პროდუქტის მოყვანისას გამოიყენება, მხოლოდ ორგანული სასუქი და ბიო პრეპარატები, არ ვიყენებთ პესტიციდებს და ა.შ.

ჩვენ  2 ჯიშის ვაშლი მოგვყავს: "ვები", რომელიც განსაკუთრებულად ტკბილი გემოთი გამოირჩევა და მეორე: "რუბელიტი", რომელსაც არომატული გემო აქვს. ვფიქრობ, როდესაც ბაღები სრულ მსხმოიარობაში შევა დაახლოებით, 400 ტონამდე ნედლეულს მივიღებთ - წარმადობა წლებთან ერთად გაიზრდება. ჩვენი მიმართულების პოპულარიზება იმედია, მალე დაიწყება და ამ სფეროს განვავითარებთ.

რაც შეეხება გაყიდვების მიმართულებას, ვაშლის რეალიზაცია 2024 წელს დავიწყეთ, ადგილობრივ ბაზარზე წარმოდგენილი ვართ - "აგროჰაბში", "ნიკორაში", "ფრესკოში", "გუდვილში" ასევე .. უბნის მაღაზიებშიც. ახლა შეთავაზება "კარფურს"  "მაგნიტს" და სხვა ქსელებს გვინდა გავუკეთეთ. პირველ ეტაპზე, მხოლოდ ადგილობრივ ბაზარს მოვიცავთ, აღსანიშნავია, რომ ადგილობრივმა ქსელებმა მზაობა და დაინტერესება ორგანული, პროდუქტის რეალიზაციაზე უკვე გამოხატეს.

ბიო ბაღების  ხელმძღვანელი კორპორაციული შეკვეთების შესახებაც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ ბაღები ბიო პროდუქციის მიმართ ინტერესდებიან.

"ბაღებს ხშირად ვუკავშირდებით, კორპორაციული შეკვეთებიც გვაქვს, ვცდილობთ ბავშვებს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი სიმბოლურ ფასად მივაწოდოთ, თუმცა ამ ეტაპზე, პროცენტულად კორპორაციული შეკვეთების წილი დაბალია.

ცნობისთვის, ბიო ბაღები გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზერტში 8 ჰა-ზე ორგანული წესით  ვაშლის მოყვანას აწარმოებს, მეურნეობა ბიოსერტიფიცირების პროცესშია. ამასთან,  2024 წელს ბაღს "გარდამავალი ბიო"-ს სტატუსი მიენიჭა. კომპანია ბიოსერტიფიკატის მიღებას 2027 წლისთვის ელოდება.

გამოგვყევით