logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

სემეკის ხელმძღვანელმა პირებმა "რუსთავის აზოტში" ენერგოეფექტური საწარმოო სიმძლავრეები დაათვალიერეს

სემეკის ხელმძღვანელმა პირებმა "რუსთავის აზოტში" ენერგოეფექტური საწარმოო სიმძლავრეები დაათვალიერეს

1761722791

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და კომისიის წევრმა, გიორგი ფანგანმა სს „რუსთავის აზოტის“ განახლებული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ენერგოეფექტური საწარმოო პროცესი დაათვალიერეს.

სემეკის ხელმძღვანელი პირები ადგილზე გაეცნენ რუსთავის აზოტში მიმდინარე ცვლილებებს, მოდერნიზებული ციანი მარილებისა და აზოტმჟავის საამქროების ფუნქციონირებას. დაათვალიერეს ციანი მარილების წარმოებაში ჩამდინარე წყლების გაწმენდის ახალი უბანი, აზოტმჟავას წარმოებაში ორთქლის ენერგოეფექტური ტურბინა, რომელიც გამოიმუშავებს 9 მგვ. ელ.ენერგიას, ასევე აზოტმჟავას წარმოებაში მოდერნიზირებული კატალიზური გაწმენდის რეაქტორი, რომლის ეფექტურობა 98%-ია. გარდა ამისა, სემეკის წარმომადგენლები გაეცნენ ფოროვანი გვარჯილის ახალი საწარმოს მშენებლობას, რომელიც ექსპლუატაციაში 2026 წელს შევა.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მოქმედმა ერთ-ერთმა უმსხილესმა საწარმომ განახორციელა ტექნიკური გადაიარაღება და გაატარა ენერგოეფექტური ღონისძიებები, რითაც ხელი შეეწყობა ნაკლები ენერგიის დანახარჯით მაქსიმალური შედეგის მიღებას, შემცირდება სათბური აირების გაფრქვევა. საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის შესაბამისად, ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარება მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგეტიკის სექტორის მდგრადი განვითარებისათვის. უნდა აღინიშნოს, რომ ენერგოუსაფრთხოებაში ენერგოეფექტურობას დიდი  მნიშვნელობა ენიჭება. სემეკი მიესალმება ენერგოეფექტურობის დანერგვის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

„რუსთავის აზოტი“ სიდიდით საქართველოში ერთ-ერთი პირველი სამრეწველო საწარმოა, რომელსაც მყარი პოზიციები უკავია როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზარზე. საწარმოში 2 ათასზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. 2023 წლიდან რუსთავის აზოტი კორპორაცია ინდორამას ნაწილი გახდა.

გამოგვყევით