logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური ბუღალტრებისა და საწარმოების წარმომადგენლებისთვის, რეგიონულ დონეზე შეხვედრების ორგანიზების მიზნით, გამოკითხვას ატარებს

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური ბუღალტრებისა და საწარმოების წარმომადგენლებისთვის, რეგიონულ დონეზე შეხვედრების ორგანიზების მიზნით, გამოკითხვას ატარებს

1719571860

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური ბუღალტრებისა და საწარმოების წარმომადგენლებისთვის, რეგიონულ დონეზე შეხვედრების ორგანიზების მიზნით, გამოკითხვას ატარებს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამსახური (SARAS) შეხვედრების ციკლის ორგანიზებას იწყებს, რის ფარგლებშიც საქართველოს მასშტაბით, ღონისძიებებს გამართავს თემაზე - „ანგარიშგების წარდგენის პროცესი და ბუღალტრების/საბუღალტრო ფირმების რეესტრებში რეგისტრაცია“.

„შეხვედრების მთავარი მიზანია დაინტერესებული მხარეების ინფორმირება, მათთვის ანგარიშგების წარდგენის პროცესის გამარტივება და წარდგენილი ანგარიშგებების ხარისხის გაუმჯობესება, ასევე წარდგენის დროს ხშირად დაშვებული შეცდომების ანალიზი. შეხვედრები ინტერაქციული ხასიათის იქნება.

გამოკითხვაში ჩართულობა სამსახურს, საქართველოს მასშტაბით ღონისძიების ადგილმდებარეობების განსაზღვრაში დაეხმარება.

გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ ბმულს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გამოგვყევით