მსოფლიოში სათბურები 13 000 კმ²-ზე მეტ ფართობს იკავებს, მაჩვენებელი 43-ჯერ აღემატება 40 წლის წინანდელ მონაცემებს - ასეთი ბოლო თანამგზავრული მონაცემების ანალიზი, რომელიც AgroTimes-მა გამოაქვეყნა.
ყველაზე მეტად სათბურების რაოდენობა ჩინეთში იზრდება და სწორედ მასზე მოდის მსოფლიოში არსებული სათბურების 60%. ჩინეთში არსებულ სათბურებში ძირითადად ბოსტეული კიტრი, ბადრიჯანი, პომიდორი, კენკროვანი ხილი, კივი და ყურძენი მოჰყავთ.
კვლევის ფარგლებში მკვლევარებმა 119 ქვეყანაში არსებული სასთბურე ფართობები შეისწავლეს და აღმოჩნდა, რომ მთლიანი ფართობიდან ესპანეთზე 5.6%, იტალიაზე 4% მოდის.
"ბიზნესი რუსთავი 2"