logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

GCCA-ში TAIEX-ის მისიის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები დაიწყო

GCCA-ში TAIEX-ის მისიის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები დაიწყო

1719818483

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში GCCA) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TAIEX-ის (ევროკომისიის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტი) მისიის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრები დაიწყო.

 საქართველოს დელეგაციის მხრიდან შეხვედრებში მონაწილეობენ: ლევან კალანდაძე GCCA-ის თავმჯდომარის მოადგილე, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, სალომე ქავთარაძე, მისი მოადგილე, ირაკლი შაკიაშვილი და იურიდიული დეპარტამენტის  წარმომადგენელი, რამაზ რაზმაძე. ევროკავშირის მხრიდან შეხვედრებში ჩართულია - პოლონეთის კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის ოფისის(UOKiK) ფილიალის დირექტორი, პიოტრ ადამჩევსკი, სახელმწიფო დახმარებების მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, პატრიცია სობჩაკი და ფინანსური ინსტიტუტების, სერვისებისა და მედიის კონცენტრაციების კონტროლის დეპარტამენტის წარმომადგენელი, კატარინა სტრადომსკა.

1-5 ივლისს დაგეგმილი შეხვედრები ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს, რომლის მიზანია ქართული კონკურენციის კანონმდებლობის გაუმჯობესება და  ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან თანხვედრის შეფასება.

2020 წელს, საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა და ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოექცა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტის ექსპერტების შეფასებით, რომელიც სააგენტოში 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, საქართველოსა და ევროკავშირის  კანონმდებლობის შესაბამისობა კონკურენციის მიმართულებით 75%-ია, რაც 2022 წელს, 60%-ს შეადგენდა.

 

გამოგვყევით