logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ქვეყნის სუვერენული ბონდები 7.8%-ად ივაჭრება

საქართველოს სუვერენული ევროობლიგაციის (GEORG) განაკვეთი გაზრდილია. გასულ კვირას 7.8%-იანი შემოსავლიანობით ივაჭრებოდა.

G&T-ის სტატისტიკით, კვირის ვაჭრობა  91.7-ით დაიხურა.კლება მარტიდან შეინიშნება (03/2024 - 6.2%; 93,2).

ქვეყნის სუვერენული 5-წლიანი ახალი ბონდები, 2.75%-ად, 2021 წლის აპრილში განთავდა. ამ დროისთვის ფასიანი ქაღალდის Z-სპრედი 314.2 bps-ია (საბაზისო პუნქტი - %პX100). z-spread ერთგვარი ცვლადია, დადისკონტირების სპრედი მის შესადარ აშშ-ს სახაზინო ობლიგაციებთან.

საქართველოს რკინიგზის ევროობლიგაციის (GRAIL) ფასიც დაწეულია. G&T-ის სტატისტიკით, გასულ კვირას 88.2-ად ივაჭრებოდა, 7.5%-იანი შემოსავლიანობით (01/2023 - 87,5; 6.79%).

როგორც იცით, საქართველოს რკინიგზამ (GR) ლონდონის საფონდო ბირჟაზე, 2012 წელს გამოშვებული, $500 მილიონის ბონდები (ვადა 10 წელი, განაკვეთი -7.75%), 7 წლიანი მწვანე ევროობლიგაციებით (განაკვეთი 4%) ვადამდე, 2021 წელს დაფარა. მოზიდული ფული, ძირითადად, 10 წლიანის გადაფარვას მოხმარდა. $ 50 მლნ -ის მიზნობრიობა იყო ინფრასტრუქტურულ პროექტების დაფინანსება.

სტანდარტულად ქვეყნის სუვერენული ფასიანი ქაღალდების პოზიტიურ ტრენდს რამდენიმე მახასიათებელი უნდა  განაპირობებდეს, მათ შორის ჯანსაღი მაკროეკონომიკური პარამეტრები, ვალის კოეფიციენტი,  ფისკალური დეფიციტის დაბალი მაჩვენებელი (3%). ყველა ის ფაქტორი, რაც ქვეყნის რისკიანობას ამცირებს და რაც ქმნის  ინვესტორთა განწყობებს.

განაკვეთზე გლობალური პროცესებიც მოქმედებს. პროცენტის მატებას საინვესტიციო ბანკირები, გლობალურად, მონეტარული პოლიტიკის შერბილების გაჭიანურებას უკავშირებენ.

გამოგვყევით