logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

ქართულის ღვინის მწარმოებელი კომპანიები სეულში, გამოფენაში "Seoul International Wine and Spirits Expo 2024" მონაწილებენ

ქართულის ღვინის მწარმოებელი კომპანიები სეულში, გამოფენაში "Seoul International Wine and Spirits Expo 2024" მონაწილებენ

1720081040

ღვინის ეროვნული სააგენტოს და კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 10 კომპანია ქალაქ სეულში, 4-6 ივლისს, ღვინის და  ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაში ,,Seoul International Wine and Spirits Expo 2024“ მონაწილეობს.

გამოფენის ფარგლებში, ქართველი მწარმოებლები შეხვედრებს კორეელ ღვინის იმპორტიორებთან და ღვინის პროფესიონალებთან გამართავენ, რაც სამხრეთ კორეის და, ზოგადად, აზიის ბაზარზე ქართული ღვინის გაყიდვების ზრდის ერთ-ერთი საფუძველია.

გამოფენა „Seoul International Wine & Spirits Expo“ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთი უდიდესი ყოველწლიური ღონისძიებაა აზიის  რეგიონში. აღსანიშნავია, რომ კორეის რესპუბლიკაში ქართული ღვინის პირველი წარდგენა 2015 წელს,  სწორედ აღნიშნულ გამოფენაზე გაიმართა. 

ამასთან ერთად, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და კორეის საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის ვიცეპრეზიდენტისა და კორეის ღვინის მწერალთა კლუბის დამფუძნებლის ჩან ჯუნ პარკის (Chan Jun Park) ორგანიზებით, ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია გაიმართა, რომელსაც 150-ზე მეტი სტუმარი დაესწრო.

კორეის რესპუბლიკა, მსოფლიო მასშტაბით, ღვინის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყანა, ჩინეთთან და იაპონიასთან ერთად, აზიის რეგიონში ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, არაერთი მარკეტინგული ღონისძიება ხორციელდება.

გამოგვყევით