logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

სემეკის მიერ დანერგილ ნეტო-აღრიცხვის პროგრამაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა გაიზარდა

სემეკის მიერ დანერგილ ნეტო-აღრიცხვის პროგრამაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა გაიზარდა

1719383392

სემეკის მიერ დანერგილ ნეტო-აღრიცხვის პროგრამაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა გაიზარდა. 

ბოლო  მონაცემებით, ნეტო-აღრიცხვის ქსელში ჩართულია 1291 სადგური, ხოლო ჯამური დადგმული სიმძლავრე 81 მეგავატს აღემატება.  მათ შორის, სს „თელასის“ ქსელში ჩართულია 342 სადგური ჯამური დადგმული სიმძლავრით 27 მგვტ, სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ქსელში  - 949 სადგური, ჯამური დადგმული სიმძლავრით - 53 მგვტ.

სემეკის რეგულაციების შესაბამისად, მომხმარებელს ან მომხმარებელთა ჯგუფს შეუძლია ელექტროენერგია გამოიმუშაოს განახლებადი ენერგიების გამოყენებით, ხოლო ჭარბად გამომუშავებული ენერგია მიყიდოს გამანაწილებელი ქსელის მფლობელ კომპანიას.  ნეტო-აღრიცხვა არ წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობას და ჭარბი ელექტროენერგიის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან.

energynews.ge

გადაცემები

გამოგვყევით