logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"თიბისის ბარათებით გერმანიაში გადახდები თითქმის გაათმაგდა" - თიბისი კაპიტალი

საქართველოს ეროვნული ნაკრების ევრო 2024-ზე დებიუტანტობამ ქართველების დანახარჯები გერმანიაში მნიშვნელოვნად გაზარდა.

თიბისი კაპიტალი საქართველოს ნაკრების წარმატებას ქვეყნის ცნობადობისა და ეკონომიკური ზრდისთვის მნიშვნელოვან ფაქტორად ასახელებს და თავის ყოველკვირეულ მიმოხილვას სწორედ ჩემპიონატის ეკონომიკაზე გავლენას დაუთმო.

საინვესტიციო ბანკი წერს, რომ საერთო აღიარებით, მე-12 მოთამაშის, - გულშემატკივრის წვლილი ამ წარმატებაში ფასდაუდებელია.

იქვე ნათქვამია, რომ ჩემპიონატის მსვლელობისას, საქართველოს რეზიდენტების მიერ თიბისის ბარათებით გერმანიაში განხორციელებული დანახარჯები თითქმის გაათმაგდა, ხოლო ყველა ქვეყანაში ჯამური დანახარჯები თითქმის გაორმაგდა.

"იმის გათვალისწინებით, რომ, ევროპის ჩემპიონატის ფაქტორის გარეშე, საქართველოში ტურისტული გადინებები შემოდინებებთან მიმართებით დაახლოებით 20%-ს, ხოლო ტურისტულ შემოდინებებში საკმაოდ მაღალი იმპორტ კომპონენტის გათვალისწინებით, დაახლოებით 35-40% შეადგენს, ეს მნიშვნელოვანი, თუმცა ისევ და ისევ, ძალზედ პროდუქტიული ინვესტიციაა! ამასთან, რა შეიძლება ითქვას ლარის კურსის მხრივ ამ ფაქტორის გათვალისწინებით? ახლო მომავალში ამ ტიპის სავალუტო გადინება შემცირდება. ზუსტად როდის? ფსონს ვდებთ, რომ 14 ივლისის, ევროპის ჩემპიონატის ფინალის შემდეგ" - ნათქვამია თიბისი კაპიტალის მიმოხილვაში.

ფოტო: 1tv.ge

გამოგვყევით