logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"პანორამა ბახმარო" - ზაფხულის სეზონზე მოთხოვნა 30%-ით გაიზარდა

ზაფხულის სეზონზე, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მოთხოვნა 30%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორს" სასტუმრო "პანორამა ბახმაროს" დამფუძნებელმა გიორგი კეჭაყმაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, "პანორამა ბახმაროს" დამსვენებლები ძირითადად ქართველები არიან.

"ზოგადად, ზაფხულის სეზონზე უფრო მეტი სტუმარი გვყავს, რადგან ადამიანებს მარტივად მოსვლის შესაძლებლობა აქვთ. ზამთარში ბახმაროში თოვლის საფარი ძალიან მაღალია და შესაბამისად, ისეთი აქტივობა არ არის როგორც ზაფხულში. თოვლის საფარის გამო, მხოლოდ თოვლმავლებით არის შესაძლებელი გადაადგილება. ჩვენ გვსტუმრობენ როგორც ქართველები, ასევე უცხოელები, რომელთა  წილი დაახლოებით, 40%-ია. აგვისტოში ველოდებით სასტუმროს 100%-იან დატვირთულობას", - აცხადებს.

მისივე ინფორმაციით,  გაზრდილი მოთხოვნის გამო "პანორამა ბახმარო" გაფართოებას გეგმავს. კერძოდ, მომავალი წლიდან სასტუმროს დაახლოებით, 10 ნომერი დაემატება.

"ჩვენ წელს დაგვემატება სპა და აუზის მომსახურება. სამომავლოდ უფრო მეტად გაფართოებას ვგეგმავთ. აღნიშნულის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით, 400 000 ლარი იქნება. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს საცხენოსნო ტური და წელს ვფიქრობთ, რომ დავამატებთ მოტოტურსაც", - აღნიშნა მან.

გიორგი კეჭაყმაძის თქმით, ბახმაროში აქტიურად შენდება კოტეჯები და საოჯახო ტიპის სასტუმროები. მოქალაქეები მუშაობენ, რომ უფრო მეტად განვითარდეს ბახმარო.

ცნობისთვის, ბახმაროში მდებარე სასტუმრო "პანორამა ბახმარო"  2022 წლიდან ფუნქციონირებს. სასტუმროს ამ ეტაპზე 8 ნომერი აქვს.

გადაცემები

გამოგვყევით