logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"მეღვინეობა ჩელთის" ღვინოები თურქეთში, მიშლენის ორ ვარსკვლავიან რესტორან TURK FATİH TUTAK-შიც იყიდება

"მეღვინეობა ჩელთის" ღვინოები თურქეთში, მიშლენის ორ ვარსკვლავიან რესტორან TURK FATİH TUTAK-ში იყიდება. როგორც კომპანიის კომერციულ დირექტორ ანა მირიანაშვილ "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, მეღვინეობა თურქეთის ბაზარზე დაახლოებით, 3 თვის წინ შევიდა და ეს პროცესი საკმაოდ რთული იყო. 

მისივე ინფორმაციით, თანამშრომლობა წარმატებით მიმდინარეობს და ქართული ღვინით ძირითადად ადგილობრივები ინტერესდებიან.

ამასთან, ანა მირიანაშვილის თქმით, მეღვინეობის მიზანი პრესტიჟულ ადგილებში გამოჩენა და ქართული ღვინის პოზიციონირების გაზრდაა. 

"მოგეხსენებათ, რომ ჩვენ 30-მდე ქვეყანაში ვართ წარმოდგენილი, სადაც ვცდილობთ, რომ უფრო და უფრო განვვითარდეთ. გარდა თურქეთის და ესპანეთის, სადაც მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორნებში ვართ წარმოდგენილი, ასევე დიდი ბრიტანეთის ბაზარზე მაღალი დონის იაპონური რესტორნების ქსელ ZUMA-ში შევედით და ვფიქრობ, რომ ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია", - აცხადებს . 

შეგახსენებთ, რომ მეღვინეობა "ჩელთის" ღვინოები ესპანეთში, მიშლენის სამ ვარსკვლავიან რესტორან „არზაკში" უკვე 3 წელია იყიდება.

კომპანია ყვარელში, სოფელ შილდაში მდებარეობს. 80 ჰექტარზე მეღვინეობა „ჩელთის“ ვენახი, ხეხილის ბაღები, ტრადიციული მარნები, ბოთლების საძველე და ტურისტული კომპლექსია გაშენებული.

ღვინის ქარხანა წელიწადში 400 000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს. 15 სახეობის ღვინოს შორის ისეთ უძველეს ჯიშებსაც შეხვდებით, როგორიცაა ხიხვი და ქისი. ბიზნესი საოჯახოა და მისი დამფუძნებელი გიგა მირიანაშვილია.

კომპანიას წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე, დაახლოებით 30 ქვეყანაში გააქვს, მათ შორის: ამერიკა, იაპონია, ჩინეთი, გერმანია და ა.შ.

გამოგვყევით