logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

ენერგეტიკის სექტორში ინვესტორთა ნაწილი,შესაძლოა წინა-სამშენებლო გარანტიის წარდგენის ვალდებულებისგან გათავისუფლდეს

ენერგეტიკის სექტორში ინვესტორთა ნაწილი,შესაძლოა წინა-სამშენებლო გარანტიის წარდგენის ვალდებულებისგან გათავისუფლდეს

1730361900

ენერგეტიკის სექტორში ინვესტორთა ნაწილი, წინა-სამშენებლო გარანტიის წარდგენის ვალდებულებისგან შესაძლოა გათავისუფლდეს.

მთავრობის 515-ე დადგენილებაში შეტანილი ცვლილების მიხედვით, ქარის, მზის და 100 მგვტ.-მდე დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურები წინა-სამშენებლო გარანტიის წარდგენის ვალდებულებისგან მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე გათავისუფლდებიან.

როგორც Galt&Taggart-ის კვლევაშია ნათქვამი, ეს ცვლილება მიზნად ისახავს ახალი განახლებადი წყაროების აღმოჩენა-განვითარებას. არსებული წესის მიხედვით, როდესაც ინვესტორი იწყებს განახლებადი ენერგიის პროექტის განვითარებას, ის სახელმწიფოსთან პროექტის კვლევა-მშენებლობაზე მემორანდუმს აფორმებს.  ნებისმიერი ინვესტორი ვალდებული იყო მთავრობისთვის წარედგინა გარანტია მგვტ-ზე 5 ათასი დოლარის მოცულობით კვლევის ეტაზე, ხოლო მშენებლობის ეტაპზე ან CFD-ს წამახალისებელ სქემაში ჩაბმის შემდგომ გარანტიების მიმართ მოთხოვნები იზრდებოდა.

ცვლილება 21 ოქტომბერს შევიდა ძალაში.

გამოგვყევით