logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 8.3%-ით გაიზარდა - საქსტატი

სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 8.3%-ით გაიზარდა - საქსტატი

1730358540

წინასწარი შეფასებით, 2024 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი 9.8 პროცენტით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას "საქსტატი" ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 2024 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა ენერგეტიკის სექტორში.

გამოგვყევით