logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

მთავრობა ჰაერის კონდიციონერების მიმწოდებლებს ახალ ვალდებულებებს უწესებს

მთავრობა ჰაერის კონდიციონერების მიმწოდებლებს ახალ ვალდებულებებს უწესებს

1730997175

მთავრობამ ჰაერის კონდიციონერის ენერგოეტიკეტირების წესი დაამტკიცა.  დადგენილება, რომელიც 2025 წლის 31 დეკემბრიდან ამოქმედდება, საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა.

ტექნიკური რეგლამენტი ჰაერის კონდიციონერის ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე (შემდგომში ტექნიკური რეგლამენტი) ადგენს ეტიკეტირების, პროდუქტის შესახებ სტანდარტული და დამატებითი ინფორმაციის წარდგენის მოთხოვნებს ელექტრო ქსელში ჩართული ჰაერის კონდიციონერებისთვის, რომელთა ნომინალური სიმძლავრე გაგრილების ან იმ შემთხვევაში თუ პროდუქტს არ გააჩნია გაგრილების ფუნქცია, გათბობისთვის ≤12 კვტ-ის.

დადგენილების მიხედვით, ამ ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება არ ვრცელდება: იმ მოწყობილობებზე, რომელთა ენერგიის წყარო არაელექტრულია.  ასევე, ჰაერის კონდიციონერებზე, რომელთა კონდენსატორის ან ამაორთქლებლის მხარის, ან ორივე მათგანის სითბოს გადაცემის საშუალება არ არის ჰაერი.

როგორც ტექნიკური რეგლამენტშია აღნიშნული,  ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

  •  მიმწოდებლის სახელწოდება ან სავაჭრო ნიშანი;
  • მიმწოდებლის მიერ მინიჭებული მოდელის იდენტიფიკატორი
  • ტექსტი “SEER” და “SCOP” გაგრილებისა და გათბობისთვის, ლურჯი ვენტილატორით და ჰაერის ტალღის მაჩვენებლის მითითებით SEER-ისთვის და წითელი ვენტილატორისა და ჰაერის ტალღის მაჩვენებლის მითითებით SCOP-ისთვის;
  •  ჰაერის კონდიციონერის ენერგოეფექტურობა; ისრის თავი, რომელიც შეიცავს კონკრეტული ჰაერის კონდიციონერის ენერგოეფექტურობის კლასს, განთავსდება იმავე სიმაღლეზე, რაზეც შესაბამისი ენერგოეფექტურობის კლასის ისრის თავი; ენერგოეფექტურობა უნდა მიეთითოს გათბობისა და გაგრილების რეჟიმისთვის. გათბობისთვის, საშუალო გათბობის სეზონზე ენერგოეფექტურობის მითითება სავალდებულოა. ენერგოეფექტურობის მითითება უფრო თბილი და უფრო ცივი სეზონისთვის არასავალდებულოა.
  • გაგრილების რეჟიმისთვის: ნომინალური დატვირთვა,  კვტ-ში, დამრგვალებული მეათედამდე;
  • გათბობის რეჟიმისთვის: ნომინალური დატვირთვა, კვტ-ში,  დამრგვალებული მეათედამდე. გათბობის სეზონის იმ მნიშვნელობისთვის, რომლისთვისაც არ არის წარმოდგენილი ნომინალური დატვირთვა მიეთითება - „X”.

  • გაგრილების რეჟიმისთვის: სეზონური ენერგოეფექტურობის კოეფიციენტი (SEER-ის მნიშვნელობა), დამრგვალებული მეათედამდე;
  • გათბობის რეჟიმისთვის: შესრულების სეზონური კოეფიციენტი (SCOP-ის მნიშვნელობა), დამრგვალებული მეათედამდე. გათბობის სეზონის იმ მნიშვნელობისთვის, რომლისთვისაც არ არის წარმოდგენილი SCOP მიეთითება - „X”.
  • წლიური ენერგიის მოხმარება, კვტსთ-ში წელიწადში, გაგრილებისა და გათბობისთვის, რომელიც დამრგვალებულია უახლოეს მთელ რიცხვამდე. კლიმატური მახასიათებლის (პროფილის) იმ მნიშვნელობისთვის, რომლისთვისაც წლიური ენერგიის მოხმარება არ არის წარმოდგენილი, მიეთითება - „X”.
  • ხმის სიმძლავრის დონე შიდა და გარე ერთეულებისთვის, გამოხატული დეციბალში (dB) (A) re 1 pW, დამრგვალებული უახლოეს მთელ რიცხვამდე.

ამავე დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ეტიკეტი უნდა იყოს არანაკლებ 120 მმ-ის სიგანისა და 210 მმ სიმაღლის. როდესაც ეტიკეტი დაბეჭდილია უფრო დიდი ფორმატით, მისი შინაარსი მაინც უნდა დარჩეს ზემოთ მოცემული სპეციფიკაციების პროპორციული;

გარდა ამისა, ფონი უნდა იყოს თეთრი, ფერები უნდა იყოს ფირუზისფერი, მეწამული, ყვითელი და შავი (CMYK) შემდეგი მაგალითის შესაბამისად: 00-70-X-00: 0% ფირუზისფერი, 70 % მეწამული, 100 % ყვითელი, 0% შავი;

გამოგვყევით