logo
Loading data...

"ნიკოლი" ფეხსაცმლის წარმოებას, სავარაუდოდ, ზაფხულისთვის დაიწყებს

"ნიკოლი" ფეხსაცმლის წარმოებას, სავარაუდოდ, ზაფხულისთვის დაიწყებს

1715055720

საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებელი ქართული ბრენდის „ნიკოლი“  ფეხსაცმლის წარმოებას, სავარაუდოდ, ზაფხულისთვის დაიწყებს.

კომპანიის დამფუძნებელმა ნიკა ნიკოლაიშვილმა “ბიზნესპარტნიორთან” აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, ნიმუშის დამზადების პროცესი მიმდინარეობს.

"ყველა დეტალი უკვე შეთანხმებულია. დაახლოებით, 1.5 თვეში სატესტო წარმოება დაიწყება, ხოლო სერიულ წარმოებას, ვფიქრობ, რომ გარკვეული დრო დასჭირდება. ეს იქნება ე.წ უნისექსი, ანუ ფეხსაცმელს გამოვუშვებთ როგორც ბიჭისთვის, ასევე გოგოსთვის”, - აცხადებს ნიკო ნიკოლაიშვილი.

მისივე ინფორმაციით, ფეხსაცმელი თავდაპირველად ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება,თუმცა, სამომავლოდ ექსპორტზეც გავა. 

ცნობისთვის, საბავშვო ტანსაცმლის ბრენდი „ნიკოლი“ ქართულ ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს. კომპანია, ამჟამად, 4 მაღაზიას ფლობს, მათ შორის, 3 - თბილისში, 1 - ბათუმში. „ნიკოლის“ პროდუქცია ექსპორტზე უკვე ექვს ქვეყანაში, მათ შორის, საუდის არაბეთში, კანადაში, ლიბანში, დიდ ბრიტანეთში, ისრაელსა და ქუვეითში გადის.

ანი მუმლაძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით