„ბაზარზე პროფესიონალი კადრები არ არიან, უფრო მეტი მშენებლობაა, ვიდრე ხელოსანი“, - ამის შესახებ „ინნ ჯგუფის“ თანადამფუძნებელმა პაატა კოკაიამ „ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში განაცხადა. მისივე შეფასებით, რეგიონებში მშენებლობა დეველოპერულ სექტორს უფრო ძვირი უჯდება.
"ჩვენ წელს დავამთავრეთ 1000 ბინაზე მეტი. ქუთაისი ინნ-ში საცურაო აუზიც გავხსენით - ცალკე მდგომი შენობა და ერთი ხელოსანიც კი ვერ ვიშოვეთ ქუთაისში. ყველა ჩავიყვანეთ თბილისიდან, ამიტომ დაახლოებით 15%-20ა%-ით მეტის გადახდა მოგვიწია.
საშუალოდ, კვალიფიკაციის მიხედვით ხელოსნის ხელფასი არის 5 000 - 6 000 ლარი, მაგრამ პროფესიონალი კადრებია არ არიან. უფრო მეტია მშენებლობა ვიდრე ხელოსანი“, - განაცხადა პაატა კოკაიამ.