პიცერია Popolo აქციის მონაწილეებს პიცას უფასოდ გადასცემს, - ამის შესახებ პიცერია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
აღნიშნული ინიციატივის განხორციელება პიცერიამ 1-ელ დეკემბერს დაიწყო.
"თუ თქვენ ვერ მოდიხართ ჩვენთან, ჩვენ მოვალთ თქვენთან. რადგან თბილისის ქუჩებში საპროტესტო აქციებია, სიამოვნებით გამოვხატავთ თქვენს მიმართ სოლიდარობას. საღამოს 7 საათიდან ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარედ აქციის მონაწილეების პიცას უფასოდ გადავცემთ" - წერს Popolo.